
საერთაშორისო საზაფხულო პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ორ თვეს ესპანეთში, მოხალისე ოჯახებში გაატარებენ და ქვეყნის კულტურას ადგილზე გაეცნობიან.
გამგზავრებამდე, ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები შეხვდნენ, წარმატებული მგზავრობა უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა აცხადებს, რომ პროექტი რამდენიმე წელია აქტიურად ხორციელდება.
„აღნიშნული პროექტი, აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, მრავალი წელია, აქტიურად ხორციელდება. მოხარულები ვართ, რომ დევინლ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, დაისვენონ ესპანეთში, გაეცნონ ესპანურ კულტურას... აღნიშნული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებს ალიონა ჩხოტუა.