რეზონანსი
04.07.2026

დღეს, 17:00 საათზე, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ამწემ დააზიანა „თელასის“ მაღალი ძაბვის ქვესადგურის, საბურათალო 3-ის მკვებავი ორი მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი გადამცემი ხაზი, რის გამოც საბურთალოს რაიონის 36 700 მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუყწყდა, - ამის შესახებ კომპანია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაო, რომელიც 19:00 დასრულდება და ყველა მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.

„დღეს 17:00 საათზე, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ამწემ დააზიანა „თელასის“ მაღალი ძაბვის ქვესადგურის, საბურათალო 3-ის მკვებავი ორი მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი გადამცემი ხაზი. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა საბურთალოს რაიონის 36 700 მომხმარებელს. კომპანიის შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად შეუდგნენ მუშაობას ავარიის სალიკვიდაციოდ. აღდგენითი სამუშაო 19:00 დასრულდება და ყველა მომხმარებელს ელექტროენეეგიის მიწოდება აღუდგება“, - ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×