
გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო, 3 ივლისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 63 დოლარით გაიზარდა და 4 175 დოლარი შეადგინა.
Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.5%-ით არის გაზრდილი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 8.2%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა წლიურად 23%-იანი ზრდა ფიქსირდება.
მსგავსი ტენდენციაა ვერცხლის ბაზარზეც. ბოლო ვაჭრობის შედეგად ვერცხლის ფასი 1.79 დოლარით (2.9%) გაიზარდა და 1 უნცია 62.4 დოლარი გახდა.
მიუხედავად დღიური ზრდისა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვერცხლი 17%-ით გაიაფდა, ხოლო წლიურად 64%-იანი ზრდა ფიქსირდება.
3 ივლისის მდგომარეობით, 1 გრამი 999 სინჯის ოქრო საშუალოდ 361 ლარი ღირდა, მაშინ როცა დღეს ძვირფასი ლითონის ფასი დაახლოებით 364 ლარია. რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯი ვერცხლის ფასი გუშინ 5.07 ლარი იყო, დღეს კი ფასი 5.29 ლარამდეა გაზრდილი.