რეზონანსი
04.07.2026

„საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საგარეო და რეგიონულ პოლიტიკას ინფანტილური დამოკიდებულებით ეკიდებოდა“, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ განაცხადა.

ფაღავას თქმით, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა დაცლილია იმ ილუზორული საგარეო პოლიტიკისგან, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ სახელმწიფოს წლების განმავლობაში სთავაზობდა.

„საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საგარეო და რეგიონულ პოლიტიკას ინფანტილური დამოკიდებულებით ეკიდებოდა. ბავშვურად აწარმოებდნენ საგარეო პოლიტიკას. გვახსოვს, სადამდე მიგვიყვანა ამ ინფანტილურმა დამოკიდებულებამ. შესაბამისად, ჩვენ ნაცვლად ამისა, ვაწარმოებთ რეალურ საგარეო პოლიტიკას, ვაწარმოებთ რეალურ რეგიონულ პოლიტიკას.

„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა დაცლილია იმ ილუზორული საგარეო პოლიტიკისგან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობდა წლების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×