
დღეს, 5 ივლისს, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. ისინი კლინიკაში გაიყვანეს.
როგორც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში განმარტეს, ოთხი დაშავებულიდან ორი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, ორი პაციენტი კი მათ კლინიკაში რჩება. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება შუქის ანთების დროს მოხდა.
შემთხვევის ადგილზე შსს-ს თანამშრომლები მუშაობენ. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებია სსკ-ს 2401 ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა.
სამხრეთის კარიბჭე