რეზონანსი
05.07.2026

დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდგომ  იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი მცირეწლოვანი საბა ჯაგოდნიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ცნობისთვის, დედოფლისწყაროში ორ ბავშვს, რომლებიც ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდნენ, ავტომობილი დაეჯახა.

საბა  წინ იდგა და უფრო მძიმედ დაშავდა, ვიდრე მისი მეგობარი. თავდაპირველად საბა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მეორე დაშავებული ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×