რეზონანსი
05.07.2026

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოქმედს აკრიტიკებს. ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ პიტერ მადიარის მმართველობა ავტოკრატიას უახლოვდება. მანამდე უნგრეთის ყოფილმა პრეზიდენტმა იანოშ ადერმა მწვავედ გააკრიტიკა მადიარი იმის გამო, რომ მას პრეზიდენტ ტამაშ შუიოკის გადაყენება კონსტიტუციის შეცვლის გზით სურს, რის შემდეგაც მადიარმა ადერის ორგანიზაციის დაფინანსების გამოძიება მოითხოვა.

„იანოშ ადერმა კანონის უზენაესობა დაიცვა, მშვიდად და დამაჯერებლად. რაც შემდეგ მოხდა, ყველასთვის აშკარა იყო: აგრესია, მუქარა, დაშინება. პირდაპირი გზა ავტოკრატიისკენ. „ტისას" მთავრობა ამ გზას ადგას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - წერს ორბანი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×