რეზონანსი
06.07.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის რუსეთში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება. ანანიძე წერს, რომ მიუხედავად იმისა, გუშინ ირანში იყო, თუ ხვალ რუსეთში იქნება, ქართულ ოპოზიციასა და ევრობიუროკრატიას მოსწონს სომხეთის პრემიერი.

„გუშინ ირანში თუ ხვალ რუსეთში, ჩვენს ოპოზიციასა და ევრობიუროკრატიას მოსწონს სომხეთის პრემიერი. ქართველი ხალხი კი ყველაფერს ხედავს და ხვდება“- წერს ანანიძე.

ინფორმაციისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინოპრომის“ პლენარულ სესიაში, რომელიც ეკატერინბურგში 6-9 ივლისს არის დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×