რეზონანსი
09.07.2026

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი რვა სახელმწიფო, მათ შორის, ნიდერლანდები, შვედეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ეწინააღმდეგებიან სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი კლასტერის გახსნას. ნიდერლანდები ამის მიზეზად კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ შეშფოთებას ასახელებს, სხვა ქვეყნები კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით სერბეთის პოზიციაზე ამახვილებენ ყურადღებას.

მედიის ცნობით, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე რვა წევრმა სახელმწიფომ - ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, ბულგარეთმა და ხორვატიამ - სერბეთისთვის მესამე კლასტერის გახსნას წინააღმდეგობა გაუწია. მათი განცხადებით, ამის მიზეზია როგორც სამართლის უზენაესობის სფეროში არსებული პრობლემები, ისე სერბეთის პოზიცია რუსეთთან მიმართებით.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთზე ზეწოლა ხორციელდება, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს და შეზღუდოს რუსული მედიის საქმიანობა, თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანა ზეწოლის მიუხედავად, საკუთარ პოლიტიკას არ შეცვლის.

"თანამედროვე სამყაროში თავისუფლება რთულია", - აღნიშნა ვუჩიჩმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×