
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდება, როცა ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაცია მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.
„ვხედავთ, თუ როგორ ცდებიან ადმინისტრაცია, თეთრი სახლი, როცა ჰგონიათ, რომ ესკალაციის, სამხედრო წნეხის გზით სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გასვლა შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ვითარების უფრო მეტად დაძაბვა და საკითხის ესკალაცია ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს სამშვიდობო პროცესს.
ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინელების თავდასხმა რუსულ სამრეწველო ობიექტებზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ომის დასასრულს აახლოებს.