რეზონანსი
09.07.2026

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ამ პარტიაში არაფერი შეიცვლება.

გორდულაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის გაკოტრებული პარტია.

„კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ბელადმა გინდ გაიტანონ და გინდ შემოიტანონ გაკოტრებული ე.წ. პარტია. ვინც არ უნდა იყოს თავმჯდომარე, მათთვის არაფერი შეიცვლება, ეს ადამიანები არ შეიცვლიან თავიანთ ნირს, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაშია გამოხატული. ახლა როგორი რეანიმაციული, პოლიტიკური ღონისძიებებიც არ უნდა ჩაატარონ, ამ პარტიას არაფერი ეშველება, რადგან სისტემური, მწამებლური რეჟიმი შექმნეს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×