რეზონანსი
09.07.2026

 ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო - ლე­ ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი ხვალ, 10 ივ­ლისს გა­მო­ცხად­დე­ბა.

სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 13:00 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი.

ხვალ, დაც­ვის მხა­რე წარ­მოთ­ქვამს დას­კვნით სი­ტყვას, რის შემ­დე­გაც, ბრალ­დე­ბუ­ლი ელი­საშ­ვი­ლი სა­ბო­ლოო სი­ტყვის უფ­ლე­ბით ისარ­გებ­ლებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­სა­ტა­ნად სა­თათ­ბი­როდ გავა.

მო­სა­მარ­თლემ სა­სა­მარ­თლოს უპა­ტივ­ცემ­ლო­ბის ფაქ­ტზე სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ძე­ვე­ბულ პო­ლი­ტი­კოსს სა­სა­მარ­თლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა და სა­ბო­ლოო სი­ტყვის თქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა.

გა­სულ სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ დას­კვნი­თი სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა. პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნას ითხოვს, დაც­ვის მხა­რე კი, ელი­საშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში მის გა­მარ­თლე­ბას.

ცნო­ბის­თვის, ალე­კო ელი­საშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-323-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ალე­კო ელი­საშ­ვილს ბრალ­დე­ბა კი­დევ ერთ ეპი­ზოდ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 323-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, ესე იგი აფეთ­ქე­ბას, ცე­ცხლის წა­კი­დე­ბას, ადა­მი­ან­ზე თავ­დას­ხმას, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას ან სხვა ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს ჩა­დე­ნილს ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნის, ან სხვა მძი­მე შე­დე­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა 10-დან 15-წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×