რეზონანსი
09.07.2026

 მიხეილ სააკაშვილმა, როგორც კი დაიწყო ამ ახალ იდეაზე მსჯელობა და ფიქრი [საუბარია რეფორმატორთა საბჭოზე] პირველი შეთავაზება ვისაც გაუკეთა ამ საბჭოში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს იყო თინა ბოკუჩავა - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" განაცხადა.

საბჭოს აღმასრულებელი მდივანი TV პირველის ეთერში ჰყვება, რომ ვიდრე, სააკაშვილის პოსტი გამოქვეყნდდებოდა, კვირა ნახევრის წინ ის თინა ბოკუჩავას, შეხვდა.

მიშამ შეთავაზება გაუკეთა ჯერ მიშას, მან რომ წერილი მომწერა, იქ ეწერა, რომ მე თინასთან კონსულტაციიებს გავდივარ ამ თემაზე, "რეფორმატორთა საბჭოზე" , რაც გულისხმობს იმას, რომ სააკაშვილი ჩემამდე კავშირში იყო თინა ბოკჩავასთან.

მე ვიცი, რომ თინამ მიშასგან "რეფორმატორთა საბჭოში" მნიშვნელოვანი წინადადება. მე როგორც ვიცი, ის [თინა ბოკუჩავა] უნდა ყოფილიყო საგარეო ველზე, რაც ნამდვილად მისი ძლიერი მხარეა. მე ვფიქრობ, რომ რაშიც უკონკურენტოა თინა პარტიაში, ის უნდა ყოფილიყო წარმომადგენელი "რეფორმატორთა საბჭოში", ისევე როგორც პარტიაში"- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, "განცდის გაჩენა, რომ მიხეილ სააკაშვილი არასწორად მოექცა ვიღაცას, არასწორია". ნანუკა ჟორჟოლიანი იქვე ხაზგასმით აცხადებს, რომ დაპატიმრებული პრეზიდენტი მის დაფუძნებული პარტიის დატოვებას არ განიხილავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×