რეზონანსი
11.07.2026

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი წარმოუდგენელია. როგორც მან ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა, რებრენდინგის საკითხი „ბლეფი“ და „პიარულად შეფუთული ქმედებებია“.

„ვინ უნდა გააკეთოს რებრენდინგი? როგორ წარმოგიდგენიათ ამ კონკრეტული დაჯგუფების რებრენდინგი, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რაც 9 წლის განმავლობაში, 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში. გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველ ხალხთან. რა რებრენდინგზე ვსაუბრობთ? ნახეთ, ვინ არიან ეს ადამიანები, როგორია მათი წარსული. როგორ უნდა შეიცვალოს მიხეილ სააკაშვილი? ეს არის „ბლეფი", პიარულად შეფუთული ქმედებები. რეალობაში, ვიცით, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა" და რით იყო დაკავებული, როდესაც ხელისუფლებაში იყო. როდესაც პრეტენზია გაქვს, რომ პოლიტიკაში იყო, წარმოუდგენელია გქონდეს ის დამოკიდებულება ხალხთან, რაც მათ ჰქონდათ. დღეს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, როდესაც ოპოზიციაში იმყოფება“, - განაცხადა კახა კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×