რეზონანსი
13.07.2026

ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმები დაიწყეს - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ.

„დღეს, აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეასუსტონ მათი შესაძლებლობა, თავდასხმები განახორციელონ სამოქალაქო მეზღვაურებსა და კომერციულ გემებზე ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად მიმოსვლისას. უმაღლესმა მთავარსარდალმა გასცა ბრძანება ამ დარტყმების განხორციელების შესახებ, რათა ირანის ძალებს თავიანთ ქმედებებზე პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, – აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით კი ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელა. 

გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ დაბომბეს ბაჰრეინში, შეიხ ისას ამერიკული ავიაბაზ - წინასწარი ინფორმაციით, სამიზნე გახდა ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ცენტრი.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ იმუქრება, რომ "საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“.

„სიენენი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანმა იერიში მიიტანა ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზეც.

ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, 12 ივლისს ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმები განხორციელდა.

ცენტრალური სარდლობა ამბობს, რომ ოპერაციის მიზანი ირანის შესაძლებლობების შეზღუდვაა, რომ მან ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებზე თავდასხმები ვეღარ განახორციელოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×