რეზონანსი
13.07.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „დღის ამბები“ ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც შიგნით საბრძოლო მასალა ინახებოდა.

მისი განცხადებით, 2013 წელს კასრებში აღმოჩენილი იარაღი წარმოადგენდა თავდაცვით ზღუდეს შეიარაღებული ფორმირებებისთვის, რათა მათ ჰქონოდათ მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა.

„თავის დროზე რომ ვითომ ამოთხარეს, კასრები რომ ამოთხარეს, ხო? ის კასრები რა იყო? შიგნით იარაღი რატომ იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე, იმ შემთხვევაში, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ, ასე ვთქვათ, მანძილზე, ჩვენს შესაბამის შეიარაღებულ ფორმირებებს და პარტიზანულ, ასე ვთქვათ, პარტიზანულად გადაქცეულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ იმას მტრის წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×