რეზონანსი
13.07.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეეძლება მონაწილეობის მიღება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს მსჯელობა დროებითი ორგანოს შემადგენლობასთან დაკავშირებით. ყრილობა ამ თვის ბოლოს ჩატარდება, რომლის მთავარი ამოცანაც იქნება პარტიის გარდამავალ პერიოდში გადაყვანა. ასევე, შესაბამისი დროებითი ორგანოს არჩევა, რომელიც იქნება კოლექტიური და შეასრულებს იმ ძირითად უფლებამოსილებებს, რასაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა აქამდე ასრულდება. პარტია შემდგომში უკვე მოემზადება თავმჯდომარის არჩევნებისთვის. ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები, სადაც ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეეძლება მონაწილეობის მიღება.

ჯერ არ არის გამოკვეთილი კანდიდატები, მაგრამ ყრილობის ჩატარების შემდეგ ან მანამდეც, ადამიანებს და პოლიტიკურ ფიგურებს, პარტიის წევრებს ამ სურვილის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ.

რაც შეეხება თინა ბოკუჩავას, დააყენებს თუ არა კანდიდატურას, მოვისმინეთ მისი განცხადებები. მას არ აქვს ეს გადაწყვეტილება ჯერ საჯაროდ გამოცხადებული. ის ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას და ბუნებრივია, რომ თავისუფალი კონკურენციის პირობებში ძალიან საინტერესო არჩევნები შეიძლება ვიხილოთ“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×