რეზონანსი
13.07.2026

ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები - ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიპ სტეიტს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ახლა სწორედ სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობენ ქვეყანაზე ზეწოლას, რათა საქართველოს მოსახლეობამ სწორი გზიდან გადაუხვიოს.

„ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები - ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიპ სტეიტს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია. ამიტომ, ისინი ახლა სწორედ სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობენ ქვეყანაზე ზეწოლას, რათა საქართველოს მოსახლეობამ სწორი გზიდან გადაუხვიოს.

თუმცა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქართველი ხალხის დაკვეთას პირნათლად ასრულებს და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, უდიდესი გამოწვევების ფონზე, სუვერენიტეტის დაცვას და ეროვნული პოლიტიკის გატარებას მტკიცედ და პრინციპულად განაგრძობს, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×