რეზონანსი
13.07.2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ სტრუქტურას, მიუხედავად პროცედურული შესაძლებლობისა, მიღებული დოკუმენტის გადახედვის პოლიტიკური მზაობა არ აქვს.

მისი შეფასებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უკვე მიღებული რეზოლუციის გაუქმება ან უკან გამოწვევა პრაქტიკულად არ შეუძლია, თუმცა პროცედურული თვალსაზრისით ეს სრულად გამორიცხული არც არის.

“რა უნდა გააკეთოს, ან რა შეუძლია გააკეთოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ ამაღლდეს, თუნდაც ოდნავ, ჯო უილსონის დონიდან.

საქართველოზე უკვე მიღებული ყბადაღებული რეზოლუციის უკან გამოწვევა მას არ შეუძლია, თუმცა პროცედურულად არც ესაა შეუძლებელი ამოცანა.

უფრო რეალისტურია ახალი რეზოლუციის მიღება, რომლის შინაარსი ფაქტიურად დეზავუირებას გაუკეთებდა 39 ხმით გაჩალიჩებულ უილსონის რეზოლუციას. ეს მზაობა განსაზღვრავდა ამ სტრუქტურასთან საქართველოს თანამშრომლობის დონეს და ხარისხს.

არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ამის გამკეთებელი? სამწუხაროდ არა, ჩემი აზრით” - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×