რეზონანსი
13.07.2026

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალსა და სამართლის ძირითად პრინციპებს ხაზი გადაუსვა და რუსეთის მსგავსად, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხრელად იქცა, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია დეზინფორმაციული ნარატივების შექმნის ტიპური მაგალითია და ამ მდგომარეობაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კვალდაკვალ იგივე ძალებმა ჩააგდო.

„ვხედავთ ჯო უილსონი და სხვა ევროპელი ანტიქართველები არიან ჩართული ამგვარი ტექსტების შეთხზვაში, რაც არის პირდაპირი სიყალბე, დეზინფორმაცია, რასაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელით ავრცელებენ.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო რეალობას, რაშიც ჩვენ ვართ - საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა ამაში მარტო რუსეთის წვლილი არ არის - სწორედ ასეთი ასამბლეების წვლილიც არის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს და სამართლის ძირითად პრინციპებს ხაზი გადაუსვა და რუსეთის მსგავსად წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხრელად იქცა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×