რეზონანსი
13.07.2026

თელავში, სტიქიის ეპიცენტრში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩავიდა. მისი თქმით, სტიქიის შედეგად ქალაქისთვის მიყენებული ზიანი აღირიცხება და სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს.

„ბოლოში არის გასული ძირითადი სამუშაოები. მოჰყვება, რა თქმა უნდა, გაწმენდა ყველა იმ შენობისა, რომელიც დაზიანდა, ზიანიც იქნება აღნუსხული და სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს.

მე მოვიკითხე და 4 წლის წინ არის გაწმენდილი ღვარცოფდამცველები, ეს ნაგებობები. სწორედ ამ ნაგებობებმა შეასრულა მთავარი როლი, რომ თელავისთვის აეცილებინა მთავარი ნაკადი ღვარცოფისა, მათ შორის, ხეების, მორების შეჩერება მნიშვნელოვანია. ასე რომ, ეს ნაგებობები გაწმენდილი იყო რამდენიმე წლის წინ. ყველაფერი იყო მწყობრში და მწყობრში რომ იყო, სწორედ ამიტომაც შეძლო შეკავება მან ძირითადი მასის, თუმცა თვითონ ეს სტიქია იმხელა იყო, რამდენიმე საათში თელავის თვის ნორმის 85% ნალექი ჩამოვიდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა გარკვეული შენობები უნებართვოდ აშენებული, პაპუაშვილის თქმით, ეს საკითხიც დადგინდება და ისიც, რა კავშირი აქვს სტიქიის შედეგებთან ამ მშენებლობებს.

„ვერ გეტყვით, რომელ შენობაზე რა ნებართვა იყო გაცემული, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველა ამ საკითხს შეისწავლიან, თუმცა ამას უშუალო კავშირი თვითონ სტიქიასთან არ აქვს, თავად ეს შენობები დაზიანდა თუკი რაიმე იყო უკანონო. პირველ რიგში, დასადგენია თუკი რაიმე იყო უკანონო მშენებლობა, მეორე, ამ უკანონო მშენებლობის მიმართ რაიმე ტოლერანტობა თუ იყო და დაშვებული იყო, მესამეა, რა კავშირი აქვს ამას თვითონ სტიქიასთან და სტიქიის შედეგებთან. ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი და პასუხი გაცემული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×