|

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ივნისში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართა და მას 600 ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგების ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია, მიღებული ცოდნა კი - საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენონ.
ივნისის ტრენინგები შემდეგ თემებსა და საკითხებს დაეთმო:
- საგადასახადო დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები - ტრენინგზე განხილული იყო, თუ რა შეღავათიანი საგადასახადო სტატუსი შეიძლება მიიღოს მეწარმემ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და რა სახის შეღავათები არსებობს დღეს საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისთვის.
- აგრორისკები ფინანსებში - შეხვედრა იმ ფერმერებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებისთვისაც აგრორისკის ფინანსური შეფასება მნიშვნელოვანია. სესიის ფარგლებში, მსმენელები გაეცნენ სხვადასხვა ტექნიკას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები რისკის დაზღვევის სისტემების დანერგვისას.
- საგადასახადო სიახლეები - ტრენერმა, დავით პაპიაშვილმა განიხილა საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითადი პრინციპები და მათი გამოანგარიშების პრაქტიკული მაგალითები.
- სასტუმროს სტრატეგიული მართვის პრინციპები მფლობელებისთვის - სესია განკუთვნილი იყო სასტუმროების მფლობელებისთვის, რომ უკეთესად გაანალიზონ საკუთარი სასტუმროს შედეგები, უხილავი დანაკარგები, რისკები და დასვან სწორი სტრატეგიული კითხვები.
- ფინანსების მართვის ტრადიციული და თანამედროვე მიდგომები CEO-ებისთვის - ტრენინგი განკუთვნილი იყო დირექტორების, დამფუძნებლებისა და ბიზნესის ხელმძღვანელი პირებისთვის. სესიაზე, ტრენერმა, გიორგი ჩუგოშვილმა აუდიტორიას სასარგებლო რჩევები გაუზიარა ბიზნესის ეფექტურად მართვისთვის.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივლისის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაწყებულია. სესიებზე დასწრება თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე, სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.
ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის უახლესი და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|