რეზონანსი
13.07.2026

ევროკავშირი სოციალური მედიის მოხმარებაზე მინიმალური ასაკობრივი ზღვარის დაწესებას გეგმავს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა ექსპერტთა მიერ შედგენილი ანგარიში, რომლის თანახმად 13 წლამდე ასაკის მოზარდებს, სოციალურ მედია პლატფორმებზე წვდომა მხოლოდ შეზღუდული დროით და მშობლების ზედამხედველობის ქვეშ უნდა ჰქონდეთ.

ევროკომისიის განმარტებით, ამ აკრძალვის მიზანი იმ მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის რისკების შემცირებაა, რომლებსაც სოციალური ქსელები არასრულწლოვანებს უქმნის.

მოსალოდნელია, რომ ევროკომისია შესაბამის კანონპროექტს წლის ბოლომდე წარადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×