რეზონანსი
13.07.2026

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს მიმართ ბოლო წლებში გარე ძალების მიერ განხორციელებული პოლიტიკური შეტევის გაგრძელებად მიიჩნევს.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არის გაგრძელება იმ კოლექტიური ძალისხმევის, პოლიტიკური შეტევის, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც იყო პირდაპირ დაკავშირებული იმასთან, რომ ქვეყანამ მაშინ, როდესაც მსოფლიოში ნორმად იქცა ომები, არასტაბილურობა, სახელმწიფომ გადაწყვიტა, ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა. ეს არის ერთგვარი პოლიტიკური შურისძიება, იმ პოლიტიკური დაჯგუფებებისა თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებმაც ვერ გადაყლაპეს ის, რომ ქვეყანამ დაიწყო სახელმწიფოს გადარჩენაზე ზრუნვა“, - განაცხადა მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×