რეზონანსი
13.07.2026

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აცხადებს, რომ ყველა ახალგაზრდა, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი უკრაინელი უკრაინაში უნდა იმყოფებოდეს და რუსული აგრესიისგან მის დაცვაში მონაწილეობდეს.

მინისტრმა გააკრიტიკა ულტრამემარჯვენე, ანტიუკრაინელი პოლიტიკოსი გჟეგოჟ ბრაუნი და ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართალი“ საზოგადოებაში სახიფათო განწყობების გაღვივების გამო. ამავდროულად, მან უკრაინელების, კერძოდ კი სამხედრო სამსახურისთვის ვარგისების კრიტიკაზე გადაინაცვლა და აღნიშნა, რომ ისინი უკრაინაში უნდა იყვნენ და მას რუსეთის ფედერაციისგან იცავდნენ.

„ყველაფერი რიგზეა უკრაინელებთან დაკავშირებით? არა, ყველაფერი რიგზე არ არის. ნორმალურია მილიონობით ზლოტის ღირებულების მანქანების დამტვრევა და „მორსკიე ოკოში“ [დაცული ტბა ტატრებში] შეჭრა? არა, ეს არ არის ნორმალური და ასეთები უნდა გააძევო. ყველა ახალგაზრდა, საბრძოლველად ვარგისი უკრაინელი უკრაინაში უნდა იყოს და იქ ემსახუროს სამშობლოს“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×