რეზონანსი
13.07.2026

 თელავში, სტიქიის ზონაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩავიდა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სტიქიის შედეგად ქალაქისთვის მიყენებული ზიანი აღირიცხება და სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს.

თელავში, მძიმე ტექნიკის მუშაოების პარალელურად მობილიზებულია ცოცხალი ძალა, რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული მოხალისე ჯგუფების სახით.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩაერთნენ „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით.

შალვა პაპუაშვილი მოხალისეთა ჯფუფს შეხვდა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ასევე დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×