რეზონანსი
13.07.2026

 ქრის­ტი­ა­ნო­ბის მი­ღე­ბამ და შემ­დგომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ერ­თგუ­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ჩვე­ნი ერის გა­დარ­ჩე­ნა რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ასე­ვე სუ­ლი­ე­რად... ეკ­ლე­სი­ის ერ­თგუ­ლე­ბა და მო­ცი­ქულ­თა გზის გაგ­რძე­ლე­ბა არის სა­წინ­და­რი ჩვე­ნი შემ­დგო­მი გა­დარ­ჩე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სა, - ამის შე­სა­ხებ უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიო III თორ­მე­ტი მო­ცი­ქუ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს­თან (სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბას­თან) და­კავ­ში­რე­ბით სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

პატ­რი­არ­ქის თქმით, „ვი­საც ასე უყ­ვარს უფა­ლი, ის მის მცნე­ბებ­საც იცავს, იმი­ტომ, რომ როცა ვინ­მე გიყ­ვარს, ცდი­ლობ, მისი სიყ­ვა­რუ­ლიც და­იმ­სა­ხუ­რო".

"სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა! ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მე­უ­ფე­ნო, პა­ტი­ო­სან­ნო მა­მა­ნო, დე­და­ნო, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო! გი­ლო­ცავთ თორ­მე­ტი მო­ცი­ქუ­ლის ხსე­ნე­ბას და სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბას. დღეს ასე­ვე არის ამ დი­დე­ბუ­ლი ტაძ­რის დღე­სას­წა­უ­ლი, რად­გან ის თორ­მე­ტი მო­ცი­ქუ­ლის სა­ხელ­ზეა აგე­ბუ­ლი.

ჩვენ ხში­რად ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რა­ო­დენ მად­ლო­ბე­ლი უნდა ვი­ყოთ მო­ცი­ქუ­ლე­ბის. მათი პი­როვ­ნე­ბე­ბი, მათი ღვაწ­ლი ხომ სა­ფუძ­ვე­ლია ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ი­სა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, დღეს ჩვე­ნი ერი რომ არ­სე­ბობს და ცო­ცხლობს, ეს მათი ღვაწ­ლის, მათი ქა­და­გე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რად­გან ქრის­ტი­ა­ნო­ბის მი­ღე­ბამ და შემ­დგომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ერ­თგუ­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ჩვე­ნი ერის გა­დარ­ჩე­ნა რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ასე­ვე სუ­ლი­ე­რად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ეკ­ლე­სი­ის ერ­თგუ­ლე­ბა და მო­ცი­ქულ­თა გზის გაგ­რძე­ლე­ბა არის სა­წინ­და­რი ჩვე­ნი შემ­დგო­მი გა­დარ­ჩე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სა.

წელს ჩვენ აღ­ვნიშ­ნავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბი­დან 1700 წლის­თავს. ბედ­ნი­ერ­ნი ვართ, რომ ამ თა­რიღს აღ­ვნიშ­ნავთ და ეს არის სწო­რედ მათი ღვაწ­ლის, მათი ქა­და­გე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რა­მე­თუ წმინ­და ნი­ნოს ღვაწ­ლიც იყო მათი მსა­ხუ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა.

მო­ხა­რულ­ნი ვართ, რომ დღეს, ჩვენს ეპო­ქა­შიც, ჩვენს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში არი­ან ასე­თი მოღ­ვა­წე­ე­ბი და მო­ვეს­წა­რით ასეთ ადა­მი­ა­ნებს. ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სი დღეს მსოფ­ლიო მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში გახ­ლავთ ჩვე­ნი აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II. ბედ­ნი­ერ­ნი ვართ, რომ მო­ვეს­წა­რით მის ღვაწლს და ვართ მისი მემ­კვიდ­რე­ე­ბი, ასე­ვე, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, მო­ცი­ქულ­თა მემ­კვიდ­რე­ე­ბიც ვართ, პირ­ველ რიგ­ში.

აი, დღეს დავ­ფიქ­რდეთ, ვართ თუ არა მზად, გა­ვაგ­რძე­ლოთ ეს მემ­კვიდ­რე­ო­ბა, მივ­ბა­ძოთ მათ მა­გა­ლითს, გავ­ყვეთ მათ გზას.

დღეს სა­მო­ცი­ქუ­ლო­ში წა­კი­თხუ­ლი იყო პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის სი­ტყვე­ბი: „მო­ბა­ძავ ჩემ­და იქ­მნე­ნით, რო­გორც მე ქრის­ტე­სი" (1 კორ. 11,1). ვართ თუ არა მზად, მათი მიმ­ბაძ­ვე­ლე­ბი გავ­ხდეთ? იმი­ტომ, რომ მათ თა­ვი­ან­თი ღვაწ­ლი აღას­რუ­ლეს სი­ცო­ცხლის ფა­სად და უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მათ­გა­ნი მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა, გარ­და იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლი­სა, რო­მელ­მაც ასე­ვე უამ­რა­ვი ტან­ჯვა და­ით­მი­ნა. ვართ თუ არა მზად ამ გზის­თვის, ვი­ყოთ მათი მო­წა­ფე­ნი და გამ­გრძე­ლებ­ლე­ბი?

აი, დავ­ფიქ­რდეთ ჩვენს თავ­ზეც. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც მოგ­ვე­ლის რა­ი­მე ამ­ქვეყ­ნი­უ­რი, მი­წი­უ­რი სარ­გე­ბე­ლი, ხში­რად მზად ვართ, და­ვით­მი­ნოთ მრა­ვალ­გვა­რი ჭირი, გან­საც­დე­ლი, მწუ­ხა­რე­ბა, დამ­ცი­რე­ბაც და სას­ჯე­ლიც კი, ოღონდ ამ ჩვენს სხვა­დას­ხვა მი­წი­ურ მი­ზანს მი­ვაღ­წი­ოთ, რად­გან, ვი­მე­ო­რებ, მოგ­ვე­ლის გარ­კვე­უ­ლი სარ­გე­ბე­ლი.

მაგ­რამ სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნის საქ­მე­ში, ასე­ვე იმა­ში, რომ თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ვთქვათ, ღმერ­თის კე­თილ­გან­წყო­ბა მო­ვი­პო­ვოთ, ხში­რად ვი­ჩენთ სი­ზარ­მა­ცეს, უდარ­დე­ლო­ბას, უზ­რუნ­ვე­ლო­ბას და უმა­დუ­რო­ბას. რა გა­მარ­თლე­ბა გვექ­ნე­ბა ასე­თი საქ­ცი­ე­ლის­თვის, მა­შინ, როცა ვხე­დავთ, რომ ამ­დე­ნი სი­კე­თე მი­ვი­ღეთ ღმერ­თის­გან - ჩვენ­მა ქვე­ყა­ნა­მაც, ჩვენ­მა ოჯა­ხებ­მაც, პი­რა­დად ჩვენც და დღე­საც ვი­ღებთ უამ­რავ სი­კე­თეს.

წმინ­და მო­ცი­ქუ­ლე­ბი ასე არ იყ­ვნენ. ისი­ნი იწ­ვოდ­ნენ ქრის­ტეს სიყ­ვა­რუ­ლით. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მოჩ­ნდა წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის სი­ტყვებ­ში. ის წერს: ვინ გან­გვა­შო­რებს ჩვენ (მო­ცი­ქუ­ლებს გუ­ლის­ხმობს) ქრის­ტეს სიყ­ვა­რულს - ჭირი, მწუ­ხა­რე­ბა, შიმ­ში­ლი, სი­შიშ­ვლე, საფრ­თხე თუ მახ­ვი­ლი? (რომ. 8, 35). ე. ი. ეს ნიშ­ნავს, რომ არა მხო­ლოდ სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ჭირი ვერ გან­გვა­შო­რებს ქრის­ტეს სიყ­ვა­რულს, არა­მედ სიკ­ვდი­ლის სა­შიშ­რო­ე­ბაც რომ დაგ­ვე­მუქ­როს, მა­ში­ნაც ვერ გავ­შორ­დე­ბით ქრის­ტეს, ვერ შეგ­ვა­ში­ნებს ეს.

აი, ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი და რწმე­ნა ჰქონ­დათ მათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ცი­ქუ­ლებ­მა, მარ­თლაც, გა­ი­ა­რეს ყვე­ლა ეს ჩა­მოთ­ვლი­ლი გან­საც­დე­ლი (ამა­საც აღ­წე­რენ ძა­ლი­ან დაწ­ვრი­ლე­ბით), მათ მა­ინც ჰქონ­დათ დიდი სი­ხა­რუ­ლი გულ­ში, სი­ხა­რუ­ლით იღ­ვწოდ­ნენ, რად­გან იცოდ­ნენ - დრო­ე­ბი­თი ჭი­რის­თვის, მწუ­ხა­რე­ბი­სა და სირ­თუ­ლე­ე­ბის­თვის მათ მო­ე­ლო­დათ ზე­ცი­უ­რი გვირ­გვი­ნე­ბი და დიდი მი­სა­გე­ბე­ლი, მად­ლი ღვთის­გან. ამი­ტო­მაც ისი­ნი ამ ყვე­ლა­ფერს არა­რად მი­იჩ­ნევ­დნენ, მოთ­მი­ნე­ბით იტან­დნენ და მით უფრო მეტი და მეტი მად­ლი და სი­ხა­რუ­ლი ჰქონ­დათ.

აი, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ჩვენც ვე­ცა­დოთ, ასე შე­ვიყ­ვა­როთ უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე. მარ­თლაც, მეტს არც არა­ფერს არ გვთხოვს უფა­ლი, რომ იგი შე­ვიყ­ვა­როთ და მისი მცნე­ბე­ბი და­ვიც­ვათ. ვი­საც ასე უყ­ვარს უფა­ლი, ის მის მცნე­ბებ­საც იცავს, იმი­ტომ, რომ როცა ვინ­მე გიყ­ვარს, ცდი­ლობ, მისი სიყ­ვა­რუ­ლიც და­იმ­სა­ხუ­რო.

აი, რო­გორც წერს წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი სა­ო­ცარ სი­ტყვებს, გახ­დე იმის ღირ­სი, რომ ჯე­როვ­ნად გიყ­ვარ­დეს უფა­ლი, ეს არის უკვე სა­სუ­ფე­ვე­ლი ცათა, ეს არის ნე­ტა­რე­ბა, ეს არის ური­ცხვი სი­კე­თის მომ­ტა­ნიო.

მაგ­რამ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი რომ იყოს ჯე­რო­ვა­ნი და გულ­წრფე­ლი, ამის­თვის, ღვთის სიყ­ვა­რუ­ლის გუ­ლის­თვის უნდა გვიყ­ვარ­დეს ჩვე­ნი მოყ­ვა­სიც, რო­გორც ამ­ბობს უფა­ლი, რომ ამ ორ მცნე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მთე­ლი რჯუ­ლი და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი: „გიყ­ვარ­დეს ღმერ­თი შენი მთე­ლი გუ­ლით, მთე­ლი შენი სუ­ლით, გო­ნე­ბით და მთე­ლი ძა­ლით და მოყ­ვა­სი შენი, რო­გორც თავი თვი­სი" (მარკ. 12, 30). ეს ორი მცნე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად უკავ­შირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს, რად­გან ვი­საც უყ­ვარს ღმერ­თი, ის მოყ­ვასს არას­დროს არ შე­უ­რა­ცხყოფს, არა­მედ, პი­რი­ქით, ყო­ველ­თვის სი­კე­თეს გა­უ­კე­თებს მას, იმი­ტომ, რომ ახ­სოვს უფალ იესო ქრის­ტეს სი­ტყვე­ბი, რაც თქვენ გა­უ­კე­თეთ ერთ ამ მცი­რე ჩემს ძმა­თა­განს, ის მე გა­მი­კე­თე­თო (მთ. 25, 40).

ასე რომ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე არის გლა­ხა­კი, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი, ღა­რი­ბი, მთხოვ­ნე­ლი, ის არ ხე­დავს მას­ში ამ გლა­ხაკს და ღა­რიბს, არა­მედ ხე­დავს უფალ იესო ქრის­ტეს, რო­მე­ლიც დაგვპირ­და, რომ ამ გლა­ხა­კის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი სი­კე­თე ჩა­ით­ვლე­ბა ქრის­ტეს­თვის გა­კე­თე­ბულ სი­კე­თედ. ასე რომ, ვი­მე­ო­რებ, ასე­თი ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის ქრის­ტეს სი­დი­ა­დეს ხე­დავს და არა გლა­ხაკს მის წი­ნა­შე, ყვე­ლა­ფერს დიდი მო­შურ­ნე­ო­ბით ას­რუ­ლებს და გულ­მო­წყა­ლე­ბას აღას­რუ­ლებს დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და დიდი მონ­დო­მე­ბით.

ასე რომ, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, დღეს არის მო­ცი­ქულ­თა დღე­სას­წა­უ­ლი. ესე­ნი იყ­ვნენ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და სიყ­ვა­რუ­ლის მქა­და­გებ­ლე­ბი. ამ­გვა­რად, ნუ უგუ­ლე­ბელ­ვყოფთ ამ უმ­თავ­რეს სამ­კურ­ნა­ლოს ჩვე­ნი სუ­ლი­სა - სიყ­ვა­რულს მოყ­ვა­სი­სად­მი, მო­წყა­ლე­ბას, თა­ნალ­მო­ბას, თა­ნაგ­რძნო­ბას, რად­გან, რო­გორც გი­თხა­რით, ეს უმ­თავ­რე­სი სამ­კურ­ნა­ლოა ჩვე­ნი სუ­ლის, მისი ჭრი­ლო­ბე­ბის; ისე კურ­ნავს ეს წა­მა­ლი ჩვენს სულს, რომ არა­ნა­ი­რი იარა აღარ რჩე­ბა მას­ში, თით­ქოს სა­ერ­თოდ არც ყო­ფი­ლა. მა­გა­ლი­თად, გა­ვიხ­სე­ნოთ წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი, რო­მე­ლიც იყო სას­ტი­კი მდევ­ნე­ლი და და­მარ­ბე­ვე­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა და გახ­და არა­თუ მორ­წმუ­ნე, არა­თუ მხო­ლოდ მო­ცი­ქუ­ლი, არა­მედ წი­ნამ­ძღო­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა. აი, ასე­თი სა­ო­ცა­რი ცვლი­ლე­ბა მოხ­და მას­ში. ასე­თი სა­ო­ცა­რი ცვლი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ჩვენ­შიც, თუ ამ გზის ერ­თგულ­ნი დავ­რჩე­ბით და არა მარ­ტო პი­რა­დად ჩვენ­ში, არა­მედ მთე­ლი ჩვე­ნი ერი კი­დევ უფრო მე­ტად იც­ვლის ფერს, გაძ­ლი­ერ­დე­ბა და გამ­თლი­ან­დე­ბა.

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გა­გაძ­ლი­ე­როთ! კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ თორ­მე­ტი მო­ცი­ქუ­ლის ხსე­ნე­ბას, მო­ცი­ქულ­თა მად­ლი და ლოც­ვა შე­გე­წი­ოთ თქვენ და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს! მო­ცი­ქულ­თა ლოც­ვით, ღმერ­თმა და­ი­ფა­როს, გა­აძ­ლი­ე­როს, გა­ამ­თლი­ა­ნოს და გა­და­არ­ჩი­ნოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო, ამინ!",- გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×