რეზონანსი
14.07.2026

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი სამი წლისაა. ავარიას ემსხვერპლა ბავშვის დედაც. ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გუშინ მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×