რეზონანსი
14.07.2026

ასე გამოიყურება კორუმპირებული დეზინფორმატორი ნაგავი მეგობრებო! - წერს "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიაზე.

ჩერგოლეიშვილის გაღიზიანება სანაიას იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც აღნიშნავს, რომ მას, როგორც ჟურნალისტს, სჭირდება დაინახოს აქტივობა ოპოზიციის მხრიდან.

"ფედერალისტების" ლიდერი ვახო სანაიას და მის კოლეგებს "რუს დეზინფორმატორ მავნებლებს" უწოდებს და აცხადებს, რომ მის პარტიას ზაფხულის განმავლობაში არაერთი აქტივობა ჰქონდა, თუმცა, "ამ კორუმპირებული ყეყეჩების პატრონებს" არ წყალობენ და ამიტომაც ავრცელებენ ისინი დეზინფორმაციას.

"ესაა რუსეთი, სხვა კი არაფერი!

6-16 ივნისი ფედერალისტები ქუთაისში ვიყავით და ყოველდღე “აქტივობა” გვქონდა.

მერე თბილისში გვქონდა “აქტივობები”!

4-11 ივლისი ფოთი ხობი ვიყავით და იქ გვქონდა “აქტივობები”!

უბრალოდ ამ კორუმპირებული ყეყეჩების პატრონებს არ ვწყალობთ და ამიტომ ავრცელებენ დეზინფორმაციას.

ეს რუსი დეზინფორმატორი მავნებლები უნდა განადგურდნენ," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×