
გორში ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები გვიდასტურებენ. "ამბების" ინფორმაციით, დაღუპული ქალი ანი ბერიანიძეა, რომელიც მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთდ დაიღუპა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ისინი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდნენ, როდესაც სწრაფად მოძრავი მანქანა დაეჯახა.
გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე "ჯიპის” ტიპის ავტომანქანა ქვეით დედა-შვილს წუხელ დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი მალევე კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა ვერც მისი გადარჩენა მოხერხდა.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაკავებულია ავარიაში მონაწილე მძღოლი.
წყარო: ambebi.ge