რეზონანსი
14.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, უზბეკეთის, სუდანის, კენიის, პარაგვაის, ფილიპინების, იორდანიის, უგანდის, ლიბანის და  სხვა სახელმწიფოების - ჯამში 113 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს  საქართველოდან უკვე გაძევებულია 2203 არალეგალი მიგრანტი, რაც 2025 წლის ჯამურ მაჩვენებელს 70%-ით აღემატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×