რეზონანსი
15.07.2026

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტმა ფბ-ლაივში განაცხადა, მოკავშირეები კარგად ხედავენ "თუ რა რეპრესიულ პოლიტიკას" ატარებს "ოცნება" საზოგადოების ყველა სეგმენტის მიმართ და ეს ყურადღების მიღმა არ რჩებათ. 

"ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან ეს რეზოლუციები და შეფასებები არ იცვლება; მალე თითქმის ორი წელი შესრულდება და მათი პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ მძიმდება. ეს იმიტომ, რომ ხელისუფლება დღითი დღე იღებს იმგვარ რეპრესიულ ზომებს, რომლებიც საზოგადოების ყველა სეგმენტს ეხება. ეს ყველაფერი კი შეუმჩნეველი და ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ჩვენი ვერცერთი პარტნიორისთვის. ამიტომ არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება. ხელისუფლება  შიგადაშიგ ყველას დიფ-სთეითს ეძახის, მერე უნდა რომ ვიღაცასთან ოდნავ დაალაგოს, მაგრამ დალაგება მოითხოვს სერიოზულად რომ გადაიხედოს ყველა გადაწყვეტილებები, რაც მიღებული არის - სინდისის პატიმრებსი გამოშვების საკითხი, ყველა ის მოთხოვნა, რაც პრაქტიკულად ყოველ ექვს თვეში ერთხელ ამ ორგანიზაციებს გამოქვთ, როგორც აუცილებელი ცვლილებები, რაც უნდა მიიღოს ამ ხელისუფლებამ. არ შეიცვლება  ეს რეზოლუციები, სანამ ეს არ მოხდება და ვინმესთვის გადაბრალება ამისი არ იქნება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×