რეზონანსი
15.07.2026

ავსტრიელი ევროპარლამენტარი პეტრა სტეგერი, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, ევროკავშირს დუმილში ადანაშაულებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის საქმეზე ბრალი უკვე წარედგინათ უკრაინის მოქალაქეებს, ბრიუსელი კიევს კვლავ აფინანსებს. ევროპარლამენტარი ევროკავშირს „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„საიმიგრაციო და ენერგეტიკული პოლიტიკა, ისევე, როგორც უკრაინასთან დაკავშირებული მიდგომები, აბსურდულია. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის აფეთქების საქმეზე უკვე წარდგენილია პირველი ბრალდება: სასამართლოს წინაშე წარსდგა უკრაინის არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელსაც თავდასხმის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობას ედავებიან.

როგორც ჩანს, მტკიცებულებები, ფაქტობრივად, გამანადგურებელია, თუმცა მედია ამ თემას თითქმის არ აშუქებს. აბსურდია, რომ უკრაინას კვლავ მილიარდობით ევროს ურიცხავენ. ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა ინფლაციაზე და განსაკუთრებით მძიმედ აისახა ავსტრიაზე. აღნიშნული ბრალდების ფონზე კი ავსტრიის ფედერალური მთავრობა დუმს“, - აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ავსტრიიდან პეტრა სტეგერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×