რეზონანსი
15.07.2026

საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი და ქვეყანაში ქარ-ცეცხლის ტრიალი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გორდულაძეს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.

„ნიკა გვარამია, როგორც უცხო ძალების ერთი რიგითი აგენტი, თავისი არსიდან ვერ გამოდის და თავის რაობას ვერც გაექცევა, რადგან ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება უცხოეთზე მიმართული. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ქვეყნის მიმართ, მთავარი საქართველოს ინტერესებია. ანაკლიის პორტი საქართველოს ინტერესებში შედის და სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. შესაბამისად, მისი აშენება ჩვენთვის უნდა იყოს მთავარი, მოგების მომტანი და ეკონომიკის გამაძლიერებელი. სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ პორტს თავად ააშენებს. რაც შეეხება გვარამიას ტრილიონებს, საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი და ქვეყანაში ქარ-ცეცხლის ტრიალი. გლობალური ომის პარტიას რაც არ უნდა დიდი სურვილები ჰქონდეს, რომ საქართველო გამოყენებული იყოს პროქსი ომად და გვარამიას პირით გვეუბნებოდეს, რომ ამ ყველაფერში ტრილიონებს გადაიხდიან, არც ერთი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა არ ღირს არც ერთ ტრილიონად. ნიკა გვარამიას ინტელექტუალური შესაძლებლობები დაბალი ნამდვილად არ აქვს და კარგად ითავისებს, რას ამბობს. ზუსტად ეს არის გაგრძელება 2022 წლის მიმდინარე კამპანიის, როცა უგულავა და მისი ძმანი ამბობდნენ, დიახ, ომი უნდათ, თუ საჭიროა, უნდა იომონ. თურმე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტანკებით უნდა გავისეირნოთ. ეს გაგრძელებაა ამ კამპანიის, რომლის მიზანია, საზოგადოება შეაჩვიონ, თითქოს ომს მოსდევს არა დაღუპული ადამიანები და განადგურებული ქვეყანა, არამედ ტრილიონები. გვარამია საზოგადოებისთვის ამის შემოსაღებას ცდილობს. ჯერ გვარამია არ გაიშვა და მერე მისი დეზინფორმაცია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×