რეზონანსი
15.07.2026

არქიტექტურულად უფუნქციო სიმახინჯის, "რიყის დოქების" მართებულ დემონატაჟზე გამახსენდა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილი შარშანდელი წერილი როცა მან იდეალურად აღწერა ამ ნაგებობის სიგოიმე-სიბანძე, ნაცოპოზიცია კი ყოველთვის ქაჯობის მხარდამჭერია, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძე, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას იხსენებს. ანალიტიკოსის შეფასებით, სააკაშვილის ეს სიშლეგე, რომელზეც ათეულობით მილიონი დაიხარჯა, თავიდანვე არასწორი პროექტირებით აშენდა და სერიოზულ ურბანულ პრობლემას წარმოადგენს თბილისის ცენტრში.

„არქიტექტურულად უფუნქციო სიმახინჯის, "რიყის დოქების" მართებულ დემონატაჟზე გამახსენდა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილი შარშანდელი წერილი როცა მან იდეალურად აღწერა ამ ნაგებობის სიგოიმე-სიბანძე, ნაცოპოზიცია კი ყოველთვის ქაჯობის მხარდამჭერია.

სააკაშვილის ეს სიშლეგე, რომელზეც ათეულობით მილიონი დაიხარჯა, თავიდანვე არასწორი პროექტირებით აშენდა და სერიოზულ ურბანულ პრობლემას წარმოადგენს თბილისის ცენტრში.

ნაცრადიკალების აჟიტირება, რომ "რიყის დოქები" თურმე "კულტურული მემკვიდრეობაა", მისი დანგრევა თურმე "ეკონომიკურად წამგებიანია", რაც დედაქალაქის იერსახეს "მნიშვნელოვნად დააზიანებს", ტოტალური აბსურდია. ყველაფერი პირიქითაა და ეს უშნო და მოუქნელი, სააკაშვილის "არქიტექტურული ბოდვა" დიდი ხნის წინათ უნდა გამქრალიყო. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.“ - წერს გია აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×