რეზონანსი
15.07.2026

ამე­რი­კა­ში, ნა­სა­უს ოლ­ქის ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნა ბრა­ლი 36 წლის დი­ა­ნა ქუ­თა­თე­ლა­ძეს, რო­მე­ლიც ოუ­შენ­სა­ი­დი­და­ნაა. მას ბრა­ლად ედე­ბა არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა და სა­ზა­რე­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­საც ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, რამ­დე­ნი­მე კი მძი­მედ და­შავ­და.

ტრა­გე­დია მიმ­დი­ნა­რე წლის 15 მარტს, გვი­ან ღა­მით, სამ­ხრეთ სტე­იტ პარ­კვე­ი­ზე მოხ­და. ავა­რი­ა­ში სულ 6 ავ­ტო­მო­ბი­ლი ფი­გუ­რი­რებ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და პო­ლი­ცი­ის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 22:15 სა­ათ­ზე და­ი­წყო. დი­ა­ნა ქუ­თა­თე­ლა­ძე, რო­მე­ლიც მან­ქა­ნა­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობ­და.

ქუ­თა­თე­ლა­ძემ და­კარ­გა კონ­ტრო­ლი სა­ჭე­ზე, გვერ­დი­დან გაჰ­კრა ნაც­რის­ფერ „BMW“-ს, რის შემ­დე­გაც გა­დაკ­ვე­თა გზის გამ­ყო­ფი მწვა­ნე ზოლი. გამ­ყო­ფის გა­დაკ­ვე­თის შემ­დეგ, მან გზა აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ მი­მა­ვალ ზოლ­ში, მოძ­რა­ო­ბის სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლა.

სა­პი­რის­პი­როდ მოძ­რავ რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნას­თან შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, ქუ­თა­თე­ლა­ძის ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა შავი ფე­რის, 2016 წლის „Toyota Highlander“-ს. სა­ერ­თო ჯამ­ში, ამ მას­შტა­ბურ ავა­რი­ა­ში 10 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბულ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებ­მა და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფოდ ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

შე­ჯა­ხე­ბა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა „Toyota Highlander“-ში მსხდო­მი ხან­დაზ­მუ­ლი წყვი­ლის­თვის. 82 წლის დო­ნალდ მაქსვე­ლი და მისი მე­უღ­ლე, 88 წლის ლი­სენტ მაქსვე­ლი, მი­ღე­ბუ­ლი მძი­მე ტრავ­მე­ბის­გან ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვალ­ნენ. ნა­სა­უს ოლ­ქის პრო­კუ­რორ­მა, ენ დო­ნე­ლიმ გა­ნა­ცხა­და, რომ წყვი­ლი ამ ტრა­გი­კულ მო­მენ­ტში ეკ­ლე­სი­ი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და.

გარ­და ამი­სა, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლეც. პრო­კუ­რო­რის თქმით, იგი თა­ვის ტვი­ნის სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მი­თა და სის­ხლჩაქ­ცე­ვით ამ დრომ­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა და ექი­მე­ბი მისი სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვი­ან.

ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ ქუ­თა­თე­ლა­ძე 81 მილი/სა­ათ­ში სიჩ­ქა­რით (და­ახ­ლო­ე­ბით 130 კმ/სთ) გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. მისი სის­ხლის ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა 0.15% ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლო­ბა, რაც თით­ქმის ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა ნიუ-იორ­კის შტატ­ში კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბულ ზღვარს (0.08%). თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მაც აღი­ა­რა, რომ სა­ჭეს­თან დაჯ­დო­მამ­დე ვის­კი კოკა-კო­ლა­თი ჰქონ­და და­ლე­უ­ლი.

დი­ა­ნა ქუ­თა­თე­ლა­ძემ სა­სა­მარ­თლო­ზე თავი დამ­ნა­შა­ვედ არ ცნო. სა­სა­მარ­თლომ მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და გი­რა­ოს უფ­ლე­ბის გა­რე­შე. იგი მომ­დევ­ნო სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე 2026 წლის 20 ივ­ლისს უნდა წარ­დგეს. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას 8-დან 25 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×