რეზონანსი
15.07.2026

საქართველოს გარეშე შავ ზღვაზე გასასვლელი სამიტის ჩატარება და შემდეგ პროექტების განხორციელება ორი ვარიანტით არის შესაძლებელი: რუკა არ იციან ან მიზანად აქვთ, მოახდინონ ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა და აგენტების აქტუალიზაცია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულ ბიუროკრატიაში არც პოლიტიკოსი და არც ადამიანი არსებობს, რომელსაც გონი მოეკითხება.

„საქართველოს გარეშე შავ ზღვაზე გასასვლელი სამიტის ჩატარება და შემდეგ პროექტების განხორციელება ორი ვარიანტით არის შესაძლებელი: რუკა არ იციან, ან მიზანად აქვთ, მოახდინონ ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა და აგენტების აქტუალიზაცია. ამ ორიდან რომელია, საზოგადოებამ აირჩიოს, მაგრამ მგონია, ორივე ერთადაა. ევროპულ ბიუროკრატიაში არც პოლიტიკოსი და არც ადამიანი არსებობს, რომელსაც გონი მოეკითხება, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ნაბიჯებს არ გადადგამენ, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა კრახისკენ მიჰყავს. ამ დროს ჩვენ მოგვიწოდებენ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, ჩვენი ხალხიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×