რეზონანსი
15.07.2026

ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, არანაირი სიტყვის მიშველება ელისაშვილის ამ მდგომარეობას აღარ სჭირდება.

„ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში. თავისთავს მოჰკითხონ, ადვოკატიან მხარდამჭერიანად ის, რაც მთელა ქვეყანამ იხილა პირდაპირ ეთერში. ის განცხადებები, რაც მან დაკავების შემდეგ გააკეთა და რასაც სასამართლო პროცესზე ამბობდა. არ ვიცი, ვისი დისკრედიტაცია სჭირდება. არანაირი სიტყვის მიშველება ელისაშვილის ამ მდგომარეობას ჩემგან აღარ სჭირდება ნამდვილად“, - აღნიშნა მან.

ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი, რომელიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ძლიერი საქართველო ლელოს“ კანდიდატი იყო გლდანის რაიონში, შალვა პაპუაშვილს ალეკო ელისაშვილის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარე კი მას ელისაშვილის ბრალზე მიუთითებს და ამბობს, რომ ადვოკატი მანიპულირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×