
საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ქართული მედიაც მაუწყებლობს, თავად სტარმერი კი პოლიტიკიდან მიდის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, კირ სტარმერმა ფინანსური სანქციების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით, ჯერ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მოშლა, შემდეგ კი დამოუკიდებელი ქართული მედიის ფინანსური განადგურება და დახურვა სცადა.
„ნიშანდობლივია, რომ ადამიანი, რომელმაც საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების ისტორიაში პირველმა გადადგა საქართველოს მიმართ აშკარად მტრული ნაბიჯები, არა მხოლოდ თანამდებობას ტოვებს, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის.
ფინანსური სანქციების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით, მან ჯერ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მოშლა, შემდეგ კი დამოუკიდებელი ქართული მედიის ფინანსური განადგურება და დახურვა სცადა.
თუმცა განგებამ სხვაგვარად ინება - საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ქართული მედიაც მაუწყებლობს, თავად სტარმერი კი პოლიტიკიდან მიდის”, - წერს პაპუაშვილი.