
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, ლევან სამუშიამ 8 პოლიტიკოსის საქმეზე და გუშინ, 14 ივლისს სასამართლო პროცესზე დაკითხულ მოწმეებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მას ყოველთვის აინტერესებდა, რა ხდებოდა 1937 წელს და 1937 წელი გუშინდელ პროცესზე გაუცოცხლდა.
ლევან სამუშიამ აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს და კიდევ 6 პოლიტიკოსს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის პოლიტიკური ბრალით ასამართლებენ.
სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენს ქვეყანაში, რომ ეს ასეა, ნამდვილად ასეა და ეს ჟესტიკულაციის სისხლის სამართლის საქმე არის სამარცხვინო ლაქა და მე ვიტყოდი, ღალატი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის.
გუშინდელი სასამართლო პროცესი პირდაპირ, მე ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, მაინტერესებდა ზოგადად რა ხდებოდა 1937 წელს და ბევრი ჩვენგანი ვკითხულობდით, გუშინ გამიცოცხლდა პირდაპირ, თუ რა ხდებოდა 1937 წელს.
ადამიანებს, ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს და სხვებს, ასამართლებენ პოლიტიკური ბრალით საქართველოს უკეთესი მომავლის ბრძოლისათვის," - განაცხადა ლევან სამუშიამ.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის განცხადებით, სასამართლოზე დაკითხული "ნეიტრალური საქართველოს" წევრები საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ველის მოსუფთავებას ითხოვენ.
დღესაც, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, ამ ხელისუფლების პირობებში, მესამე ბრალი აქვთ პოლიტიკური წაყენებული და მიმდინარეობს აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა, შეიძლება ითქვას. გუშინ ღიად იყო ამაზე საუბარი, ბევრ რამეზე იყო ამაზე საუბარი, საუბარი იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ თურმე ქალბატონ ნანა კაკაბაძეს როდესაც ვკითხავდით, შეიძლება ვინმემ იკითხოს 90-იან წლებზე, მიმდინარე მოვლენებზე რატომ იყო საერთოდ კითხვები სისხლის სამართლის საქმეშიო, მეტი რაზე უნდა დაისვას ხალხო კითხვები, იქ მტკიცებულებები არ არსებობს და ამაზე მიდიოდა საქმე, ამაზე დაისვა კითხვები... თურმე მაშინ მათ შორის ბრალეულობა ყოფილა მრგვალი მაგიდის და მრგვალი მაგიდის შიდა განხეთქილება, რომ შემდგომ მოჰყვა ეს უბედურება, რაც ჩვენ ქვეყანას დაატყდა თავს. აი ამ მენტალობით დღეს ითხოვენ ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, სხვების გასამართლებას, ითხოვენ საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ველის მოსუფთავებას ითხოვენ," - აღნიშნა ლევან სამუშიამ.