რეზონანსი
16.07.2026

გორ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­ა­ვა­რი­ი­სას და­ღუ­პუ­ლი დედა-შვი­ლის ნა­თე­სა­ვი, ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვი­ლი "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს:

"როგორც თვითმხილველებმა თქვეს, მანქანაში იჯდა ორი მცირეწლოვანი და კიდევ ორი, მასზე უგონოდ მთვრალი, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დეიდაშვილები.

ისი­ნი სას­წრა­ფოდ გა­ა­რი­და ად­გი­ლი­დან. ვი­თხოვთ მათ და­კა­ვე­ბას - ადა­მი­ა­ნის გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბის მუხ­ლით უნდა აღიძ­რას მათ წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე. გა­იქ­ცნენ და მი­ა­ტო­ვეს - იქ­ნებ ეცო­ცხლა?! რა­ტომ არ გად­მო­ვიდ­ნენ, რა­ტომ არ აღ­მო­უ­ჩი­ნეს დახ­მა­რე­ბა?!

გა­იქ­ცა, მერე ურ­ჩი­ეს ეტყო­ბა ოჯახ­მა შუქი არ იძი­ო­სო. ერ­თმა აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი და­ფა­რა.

ხალ­ხო, გინ­და ავ­ტო­მა­ტი გა­და­გი­კი­დი­ათ და გივ­ლი­ათ და გინ­და მთვრა­ლებს გივ­ლი­ათ. ვის ხო­ცავთ ხალ­ხო, ვის გაზ­რდილ შვი­ლებს ხო­ცავთ, ვის ოჯა­ხებს ამ­წა­რებთ?

უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ა­ტო­ვეს და გა­იქ­ცნენ", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი დედა-შვი­ლის ნა­თე­სა­ვი.

ცნო­ბის­თვის, გორ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე, რო­მელ­საც დედა-შვი­ლი ემსხვერ­პლა, და­კა­ვე­ბულ რე­ვაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-9 ნა­წი­ლით (ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გო­რის ცენ­ტრში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, 13 ივ­ლისს მოხ­და. „ჯი­პის“ ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ახალ­გაზ­რდა ქალს და მის 3 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი დე­დაც და შვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×