
კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავტმობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მიწის გორაკს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი მგზავრი, 19 წლის გოგო ადგილზე დაიღუპა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია.
კასპში, ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს, თამო მოდრეკილაძეს მეგობრები სოციალური ქსელის საშუალებით ემშვიდობებიან და ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ.
„თამო, ეს რა დღე დაგვიდგა, რა გვეშველება, რა ვქნათ უშენოდ... წაგიყვანა შენმა შეყვარებულმა ზეციურ სამყოფელში. შენ მოგიკვდი მე, შვილოო“.
„ჩვენი ანგელოზი ხარ თამო. ვერ ვიჯერებ და არ მჯერა... შენი სიცილი ახლაც ჩამესმის, შენი სითბო და სიყვარული არასდროს დამავიწყდება. ყოველთვის სიხარულით ვხვდებოდით... ვერ ვსაუბრობ, სიტყვები ზედმეტია ამ რეალობისთვის", - წერენ სოციალურ ქსელში.