რეზონანსი
16.07.2026

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდარ­მა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. გორ­ში, "ზებ­რა" გა­და­სას­ვლელ­ზე გა­დას­ვლი­სას, დედა-შვილს სწრა­ფად მოძ­რა­ვი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, ორი­ვე და­ი­ღუ­პა.

რე­ვაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი სა­ჭეს ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და და ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა, რო­დე­საც ის კა­ნონ­დარ­ღვე­ვით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. "ქარ­თლის ამ­ბე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულს 225 ვი­დე­ო­ჯა­რი­მა ჰქონ­და, მათ შო­რის სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე. რე­ვაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. მას 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

"მის ოჯახს ვიცნობთ, ვმეგობრობდით, მაგრამ დაგვღუპა... თავისი ოჯახიც დაღუპა... მამამისს უთქვამს, მკვდარიც რომ მომიყვანოთ, სახლში არ შევიყვანო. ისეთი გამწარებულები არიან თვითონაც. ყველაფერი გააყიდინა მის ოჯახს. თამაშობდა, ნარკომანი იყო. დღეს ჩვენ ვართ გამწარებული, ხვალ სხვა იქნება, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? ასეულობით ჯარიმა ჰქონდა და ხომ იყო გაწითლებული პატრულის ბაზაში. რატომ არ ჩამოართვეს აქამდე მართვის მოწმობა?" - განავხადა გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ნათესავმა, ირმა ამბარდნიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×