
ეს არის პირდაპირ გამოძახილი 2022 წლიდან მოყოლებული ნარატივისა, ქალბატონ ლომჯარიას რომ სირცხვილი წვავდა და ერჩივნა, ბომბების წვიმა ყოფილიყო რუსთაველზე, ზუსტად იმის გაგრძელებაა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას.
„ერთი მხრივ, ეს არის ომის პროპაგანდა, ხოლო მეორე მხრივ, გამართლების მცდელობა 2008 წლის მოვლენებისა, სადაც 4 მლრდ, თითქოს გადმოგვცეს, მაგრამ დღემდე იხდის სახელმწიფო ამ გადმოცემულ ვალს. არც ერთი მილიონი, არც ერთი მილიარდი თუ ტრილიონი არ ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლედ, ერთი დაკარგული სოფლის, ერთი დაკარგული ქალაქის, დანგრეული ქვეყნის საპირწონედ“, - განაცხადა გორდულაძემ.
ნიკა გვარამიას განცხადებით, უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.