რეზონანსი
16.07.2026

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს, - განუცხადა РБК-ს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ საკითხებზე რუსეთის სახელმწიფო დუმის საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენელმა, დეპუტატმა შამსაილ სარალიევმა.

მისი მონაცემებით, რუსეთმა უკრაინას 501 ცხედარი გადასცა, ხოლო უკრაინისგან 31 ცხედარი მიიღო. უკრაინულ მხარეს გაცვლა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ბოლოს მოსკოვმა და კიევმა დაღუპული სამხედროების ცხედრები 18 ივნისს გაცვალეს. მაშინ რუსეთმა 522 ცხედარი გადასცა, უკრაინამ კი - 33.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×