რეზონანსი
16.07.2026

ეს არის თვითლუსტრაცია იმისა, თუ რატომ ითრევდნენ საქართველოს ომში, რომ ისინი აქედან ეძებდნენ ფინანსურ სარგებელს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომ „უკრაინა მალე ომს რომ მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ქალაქების ნგრევის და ადამიანების სიკვდილის საპირწონე რაიმე შეიძლება იყოს, ეს უკვე აჩვენებს თუ რა მორალური დეგრადირების დონეზე არიან დასული.

„ეს ის ხალხია, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ სწორედ ამგვარად მიღებულ თანხებზე პარაზიტირებდნენ და როგორც ჩანს ასეთი პარაზიტული მიდგომები აქვთ ზოგადად საკუთარი ქვეყნის ინტერესების მიმართ. მაშინაც, თუკი რაიმე თანხები იყო, იყო ძირითადად სესხები, ან რაში დახარჯა, რაში გაიფლანგა ეს თანხები კიდევ სხვა საკითხია, დიდად ნუ ამადლიან ამ თანხებს ნურავის. დღესაც უკრაინას ეხმარებიან სესხებით. რა თანხასაც დღეს უკრაინას აძლევენ, არაფერია ნაჩუქარი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×