
მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის თემაა გვარამიას განცხადება, რომ თითქოს უკრაინაში ტრილიონებს დახარჯავენ, ხოლო საქართველოს ამ ფულთან არავინ მიასუნინებს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სწორედ ამ მასშტაბური რიცხვის დასახელებით ცდილობს ნიკა გვარამია საზოგადოებრივ აზრზე გავლენას და მანიპულირებას, თითქოს ომს დადებითი მხარეც აქვს.
სპიკერი განმარტავს, რომ უკრაინას უანგაროდ არავინ ეხმარება, ქვეყნისთვის გადაცემული თანხა რეალურად არის სესხი და გრძელვადიანი ვალი მომავალი თაობებისთვის, რომლითაც სარგებელს იღებენ სხვები, თუმცა არა თავად ომში მყოფი ქვეყანა, ეს კი საქართველომ საკუთარი ომის მაგალითზე ისწავლა.
"ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსანი ფინანსურ ბენეფიტებზეც ამ გამოცდილებით საუბრობს. პაპუაშვილის განცხადებით, სწორედ მატერიალური მიზნების გამო ცდილობდნენ კონკრეტული ძალები და მათი მოკავშირეები საქართველოს ომში ჩართვას, რაც თავის მხრივ ნიშნავს სხვა ქვეყანაზე ფინანსურ დამოკიდებულებას, თანაც კაბალური პირობებით.
რის საფუძველზე და რატომ ამტკიცებდა საპირისპიროს? თავად გვარამიას ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება განცხადებაზე, რომელიც მან ერთ-ერთი მედიით გააჟღერა.
სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ გვარამიამ რეალურად წლების შემდეგ აღიარა რეალური მიზეზი, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან "ქართული ოცნების" პრაგმატულ პოლიტიკას. უმრავლესობის თქმით, მათი ოპონენტები ქვეყნის განადგურების ხარჯზე ელოდნენ მატერიალურ გამორჩენას, ისევე როგორც კონკრეტული უკრაინელი მაღალჩინოსნები, რომელთა ნაწილიც ომის მიმდინარეობისას კორუფციაშიც ამხილეს. მმართველ პარტიაში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის მოვლენებიც.
თეორიულად როგორ შეიძლებოდა ესარგებლა საქართველოს უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსებით?
ყოფილი იდეოლოგის განცხადების ახსნას დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის სპეკულაციური განცხადება იყო გზავნილი იმ ძალებისთვისაც, რომლებიც დღის წესრიგიდან არ ხსნიან საქართველოს, როგორც მათი გეოპოლიტიკური გეგმების სამიზნეს. უმრავლესობის თქმით, მათი ოპონენტები ნებისმიერი ფორმით გამოხატავენ მზადყოფნას, ნებისმიერი საშუალებით შეასრულონ გარე დირექტივები.
უკრაინის საგარეო ვალი ომის დაწყების დღიდან იზრდება. ბოლო მონაცემებით, ის დაახლოებით 264 მილიარდ დოლარს უტოლდება. საგარეო დაფინანსების ნაწილის დაბრუნების მიზნით, ომში მყოფ ქვეყანასთან აშშ-მ მინერალების შეთანხმებაც გააფორმა, რომლის მიხედვითაც უკრაინას მოუწევს ერთობლივ ფონდში შეიტანოს ბუნებრივი რესურსების პროექტებიდან სამომავლოდ მიღებული შემოსავლების ნახევარი.