რეზონანსი
16.07.2026

 "რი­ყის დო­ქე­ბის" დე­მონ­ტა­ჟი "კულ­ტუ­რუ­ლად უკან გა­დად­გმუ­ლი დიდი ნა­ბი­ჯია". ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას "რი­ყის დო­ქე­ბის" ავ­ტო­რი, იტა­ლი­უ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ჯგუ­ფი Studia Fuksas-ი ავ­რცე­ლებს.

"ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუ­დია არა­ერ­თხელ გა­მო­სუ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან მუ­შა­ო­ბის წი­ნა­და­დე­ბით ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის გა­მო­სა­ნა­ხად, რომ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ ამ სა­კულ­ტო შე­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ახა­ლი ფუნ­ქცი­ის მო­ნახ­ვას, და იმის თა­ვი­დან არი­დე­ბას რაც გვჯე­რა რომ იქ­ნე­ბა ნა­ად­რე­ვი და გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი დე­მონ­ტა­ჟი.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი უპა­სუ­ხო დარ­ჩა...

სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი და ჯილ­დო­ე­ბის მქო­ნე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნი­მუ­შის და­კარ­გვა კულ­ტუ­რუ­ლად უკან გა­დად­გმუ­ლი დიდი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა.

მე­ტიც, შე­ნო­ბა სა­ჯა­რო სახ­სრე­ბით აშენ­და და მისი დე­მონ­ტა­ჟი და­მა­ტე­ბით სა­ჯა­რო ხარ­ჯებს მო­ი­თხოვს, იმის ნაც­ვლად, რომ მისი პო­ტენ­ცი­ა­ლუ­რი ხე­ლახ­ლა გა­მო­ყე­ნე­ბა და აღ­დგე­ნა შე­ვა­ფა­სოთ...

თბი­ლისს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტი აღად­გი­ნოს და ინო­ვა­ცი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გახ­სნი­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ გარ­დაქ­მნას - ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვათ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა", - ნათ­ქვა­მია ჯგუ­ფის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×