რეზონანსი
16.07.2026

 საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს მინისტერიალში "პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ".

ღონისძიება ვაშინგტონში იმართება და მასში მონაწილეობს 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი.

აშშ-ის ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგიული ჩარჩოს ფარგლებში გამართული მინისტერიალი მიზნად ისახავს პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე მსჯელობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×