რეზონანსი
16.07.2026

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას ეხმიანება, რომელმაც  მინისტერიალის მონაწილეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “თქვენ აქ ხართ, რადგან თქვენს ქუჩებში თავს ესხმიან პოლიტიკურ ლიდერებს, სცემენ და ცოცხლად წვავენ პოლიციელებს, ვითარება უარესდება, მისი იგნორირება აღარ შეიძლება”.

მაჭავარიანის შეფასებით, რუბიოს განცხადების ფონზე, ბრიუსელი ამტკიცებს, რომ ამგვარი ძალადობრივი ქმედებები საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას წარმოადგენს.

“არადა, ბრიუსელი უტიფრად გვიმტკიცებს, რომ ეს საქართველოში დასაიგნორებელი და გამოხატვის თავისუფლებად გასასაღებელიაო,” - წერს ლევან მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×